თსსუ-ში მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. მან კურსდამთავრებულებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ამის შემდეგ, კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით თოფურიამ. როგორც მან აღნიშნა, თსსუ-ის აკადემიური პერსონალი ძალ–ღონეს არ იშურებდა, რომ სტუდენტებისთვის მაქსიმუმი მიეცა.

თსსუ-ში გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები, მათი მეგობრები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ტრადიციულად, ღონისძიების დასასრულს, კურსდამთავრებულებმა საზეიმოდ დადეს ჰიპოკრატეს ფიცი.

ცნობისთვის, 2023-2024 სასწავლო წელს მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტი 31 ქვეყნის 273-მა სტუდენტმა დაასრულა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და უსურვებს წარმატებებს პროფესიული განვითარების გზაზე.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება