m&i-ის კომერციული დირექტორი ჰერი კაშემა - ძალიან ვამაყობ, რომ m&i Tbilisi 2024 ფორუმს საქართველოში ვატარებთ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის m&i Tbilisi 2024 მიმდინარეობას m&I-ის კომერციული დირექტორი ჰერი კაშემა აფასებს და ამბობს, რომ ფორუმის მონაწილეებმა საქართველოს ტურისტული მიმართულება გაიცნეს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოში ვატარებთ m&I-ის ფორუმს. თქვენს ქვეყანაში პირველად არ ვარ. ჩვენ გავითვალისწინეთ ბევრი ევროპელის რჩევა საქართველოში ფორუმის გასამართად. შარშან m&I-ის ღონისძიება საქართველოში ძალიან კარგად ჩატარდა და წელსაც ძალიან წარმატებული იქნება. ჩვენ ძალიან ბევრი კომპანია ჩამოვიყვანეთ მთელი ევროპიდან საქართველოში. ფორუმის მონაწილეებმა გაიცნეს საქართველოს ტურისტული მიმართულება, რომელსაც აქვს საჭირო ინფრასტრუქტურა ღონისძიებების გასამართად, ასევე გაეცნენ ქართულ კულტურას. იმედი მაქვს ძალიან ბევრი ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს აირჩევს სასურველ მიმართულებად“, - აცხადებს m&I-ის კომერციული დირექტორი ჰერი კაშემა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო ფორუმი 1- 4 ივლისის ჩათვლით ტარდება, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან: ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

„ფორუმის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ინფრასტრუქტურას, დაათვალიერონ ტურისტული ადგილები, შეხვდნენ ადგილობრივი ტურისტული სექტორის, წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს და მათთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ შემდგომში საქართველოში ღონისძიებების დაკვეთისა და გამართვის პერსპექტივით.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i Forum-ის მიერ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ რიგ ღონისძიებებში. ფორუმები, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, გამორჩეულად მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები ესწრებიან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო