„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - ხელისუფლება გამოიკვეთა, როგორც ანტიგენდერული მოძრაობის მთავარი აქტორი საქართველოში

ხელისუფლება გამოიკვეთა, როგორც ანტიგენდერული მოძრაობის მთავარი აქტორი საქართველოში - განსაკუთრებით ყურადსაღებია ხელისუფლების წარმომადგენელთა სექსისტური გამონათქვამები, სიტყვიერი თავდასხმები ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებსა და საქართველოს პრეზიდენტზე, - ამის შესახებ ნათქვამია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ანგარიშში.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ სოციალურ და ონლაინ მედიაში ანტიგენდერული მოძრაობის ძირითად აქტორებზე 18 თვის განმავლობაში განხორციელებული დაკვირვების შედეგების პრეზენტაცია გამართა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ხელისუფლება გამოიკვეთა, როგორც ანტიგენდერული მოძრაობის მთავარი აქტორი საქართველოში.

„დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოში, ანტიგენდერული დისკურსის ძირითად აქტორებად „ქართული ოცნების“, მისი სატელიტი პოლიტიკური ძალების, ღიად პროსახელისუფლებო მედია პლატფორმებისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები გვევლინებიან. თუ საანგარიშო პერიოდამდე, ჰომოფობიური და ანტიგენდერული რიტორიკა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ნიშას წარმოადგენდა, დღეს ის მთლიანად აითვისა „ქართულმა ოცნებამ“. ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და ხელისუფლების მხრიდან დროთა განმავლობაში იზრდება გენდერული და ლგბტიქ+ იდენტობის საკითხებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკუსიებში, ნათლად იკვეთება ჰომოფობიური რიტორიკა, რომელიც მეტწილად ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ვითარდება“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ყურადსაღებია ხელისუფლების წარმომადგენელთა სექსისტური გამონათქვამები, სიტყვიერი თავდასხმები ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებსა და საქართველოს პრეზიდენტზე.

„ქალებისთვის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრება წინააღმდეგობებით სავსე პროცესია. ქალ პოლიტიკოსებს არა მხოლოდ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტიგმებისა და სტერეოტიპების, არამედ იმ მადისკრედიტირებელი კამპანიების წინააღმდეგადაც უწევთ ბრძოლა, რომლებიც უშუალოდ მათ წინააღმდეგ არის მიმართული. ხუთივე ქალმა პოლიტიკოსმა, რომელიც კვლევის პროცესში იყო ჩართული, აღნიშნა, რომ თავისი პოლიტიკური საქმიანობის გარკვეულ ეტაპზე გამხდარა მსგავსი კამპანიის მსხვერპლი“, - ნათქვამია ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ „კაცი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მთავარ იარაღად მათ პირად და სექსუალურ ცხოვრებას იყენებენ“.

ასევე, ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ქალი სამოქალაქო აქტივისტები ანტიგენდერული, აგრესიული რიტორიკის ერთ-ერთ ძირითად სამიზნეს წარმოადგენენ. ისინი ყველაზე ხშირად ხდებიან საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების აგრესიის მსხვერპლი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო