თინა ბოკუჩავა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთი მხრივ, საუბარია დეოკუპაციაზე, რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთი მხრივ საუბარია დეოკუპაციაზე, რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს - სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს მხარი ივანიშვილის წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ივანიშვილის პარტიის წევრები ანტიდასავლურ მოქმედებებს აგრძელებენ“.

„დეზინფორმაციის და პროპაგანდისტული არხების გამოყენებით ივანიშვილის პარტიის წევრები აგრძელებენ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ მოქმედებებს, მათ შორის აქ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. რეალობა არის შემდეგი, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ბუქარესტში მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთის მხრივ საუბარია დეოკუპაციაზე, მაგრამ ასევე საუბარია რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს. სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს მხარი ივანიშვილის წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს