ირაკლი ქადაგიშვილი - საერთაშორისო ინსტიტუტებში დიდი პოლიტიკური კრიზისია, წამიერ პოლიტიკურ ინტერესებს საერთაშორისო სამართლის და  სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების ინტერესებს სწირავენ - ეს არის ეუთოს რეზოლუცია!

საერთაშორისო ინსტიტუტებში დიდი პოლიტიკური კრიზისია, როდესაც წამიერ პოლიტიკურ ინტერესებს საერთაშორისო სამართლის და გრძელვადიანი, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების ინტერესებს სწირავენ - აი, ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია! - ამის შესახებ დღეს პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის შეფასებით, რეზოლუცია თავიდან ბოლომდე ანგაჟირებულია როგორც ტერიტორიული მთლიანის საკითხში, ასევე პოლიტიკურ ნაწილში.

მისივე თქმით, დოკუმენტში შესწორებები აშშ-მ შეიტანა, „რაც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში არათანმიმდევრულობას ნიშნავს“ .

„უარი თქვეს რეზოლუციაში იმის ჩაწერაზე, რომ რუსეთი ოკუპანტია. შემდეგ გაურკვეველი ფორმულირება შემოიტანეს: - „თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი“. საერთოდ სად არიან დაკარგულები და რა უნდათ?! ჩაწერეს ის, რომ რუსეთს აქვს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობები.

რეზოლუციაში წერია, რომ არჩევნები წინასწარ გაყალბებულია, ამიტომ ეს არის არა რეზოლუცია, არამედ არის პოლიტიკური გზავნილები ქვეყნის შიგნით ოპოზიციის საამებლად. ამ რეზოლუციით ყველაფერი კარგად გამოჩნდა!

თუკი რეზოლუციაში შეცვლიან ჩანაწერს, რითაც რუსული პოლიტიკის ლეგალიზაციას ახდენენ, ძალიან კარგი იქნება!“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს