ორგანიზებული ჯგუფის მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ე.წ. ქოლ-ცენტრი ჩამოაყალიბეს, რომლის ფუნქციონირებისთვის ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა შექმნეს. ბრალდებულები გამოგონილი სახელებით უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, უქმნიდნენ მათ სანდო საინვესტიციო კომპანიის შთაბეჭდილებას და მოგების მიღების მიზნით, ფულადი თანხების ინვესტირებას სთავაზობდნენ, რასაც შემდგომ თაღლითურად ეუფლებოდნენ.

„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ავსტრალიის მოქალაქის კუთვნილ 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ.

ორივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპისთვის ორგანიზებული ჯგუფის 4 წევრია დაკავებული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო