ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებმაც პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბეს, ახალი პოლიტიკური ფრონტის გაჩენის ილუზიის შექმნას ცდილობენ, სინამდვილეში, რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებაში გაერთიანდებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბეს, ახალი პოლიტიკური ფრონტის გაჩენის ილუზიის შექმნას ცდილობენ, სინამდვილეში კი, რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებაში გაერთიანდებიან.

ქადაგიშვილი ამბობს იმასაც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყოველთვის პოლიტიკურად ანგაჟირებული და პოლიტიკასთან დაახლოებული ადამიანები იყვნენ, დღეს კი მათთვის გადამწყვეტი მომენტი დადგა.

„ამიტომ პირდაპირ შემოდიან პოლიტიკაში. გადაკეთდებიან პოლიტიკურ პარტიებად. არასამთავრობო ორგანიზაციები არასამთავრობო ორგანიზაციებად დარჩება და იქნება ასეთი სიმბიოზი. სრული აღრევაა - ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაცია პირობითი ცნებაა. არასამთავრობო შეიძლება იყოს ის, ვინც მართლა სოციალურ საკითხებსა და მოქალაქეთა საჭიროებებზე მუშაობს. სხვა მხრივ, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, რომელთა ნაწილი ლეგალიზაციას განიცდის და პოლიტიკურ ველზე გადმოვა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

"მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" (EECMD) ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ, თანამოაზრეებთან ერთად, პოლიტიკური მოძრაობა - "თავისუფლების მოედანი" დააფუძნა. მოძრაობის პრეზენტაცია 1-ელ ივლისს, მშვიდობის ხიდთან გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს