მარცხის ისტორიების 32-ე ღონისძიება ალდაგისა და სტარტაპ ბიუროს პარტნიორობით ჩატარდა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგისა“ და სტარტაპ ბიუროს თანამშრომლობის ფარგლებში, მარცხის ისტორიების (Fuckup Nights) 32-ე გამოშვება ჩატარდა, რომლის მთავარი „მესიჯი“, „ალდაგის“ ახალი სლოგანი „ბოლო კეთილია“ გახლდათ.

„ალდაგის“ ინფორმაციით, ღონისძიება ექსკლუზიურად „ალდაგის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის მომხმარებლებისთვის გაიმართა და მისი მიზანი ბიზნესების წახალისება და მოტივაციის ამაღლება იყო.

ინფორმაციის მიხედვით, მოწვეულ სტუმრებს საკუთარი მარცხის ისტორიები რეჟისორმა და კინომსახიობმა, თეატრი სახელოსნო 42-ის დამფუძნებელმა - ლევან წულაძემ, ანტრეპრენერმა, VRex Immersive-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, Neuropilot VR-ის თანადამფუძნებელმა - ნიკოლოზ გოგოჭურმა, კომპანია FEDEX-ის წარმომადგენლობის დირექტორმა - ნინო მენთეშაშვილმა და ანტრეპრენერმა, კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია ეისითის დამფუძნებელმა და მმართველი პარტნიორმა - თინათინ რუხაძემ გაუზიარეს. ღონისძიებას მოდერატორობას მედია ანტრეპრენერი და სტარტაპ კონსულტანტი დავით ბაღაშვილი უწევდა.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა საშუალება მომხმარებლებს fuckup nights ფორმატში შევხვედროდით. იმედი გვაქვს, რომ წარმატებული ადამიანებისგან გაზიარებული პროფესიული მარცხის ისტორიები მათ მნიშვნელოვან შთაბეჭდილებებს შემატებს. ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ ნებისმიერი მარცხი წარმატების საფუძველია და ჩვენთან ერთად, ბოლო აუცილებლად კეთილია“, - განაცხადა „ალდაგის“ ბრენდის განვითარების და სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსმა, ქეთევან მაღალაშვილმა.

კომპანიის ცნობით, Fuckup nights - მარცხის ისტორიების საღამო არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს, რომელზეც წარმატებული ადამიანები, საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება