ირაკლი ნადირაძე - იქ, სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებები და წარმატებებია, იმ სცენაზე რუსი მოღალატეების ადგილი არ არის

იქ, სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებები და წარმატებებია, იმ სცენაზე რუსი მოღალატეების ადგილი არ არის. გუშინდელი დღე იყო ამის ნათელი დადასტურება და ზუსტად ისე უნდა გავაქციოთ ისინი 26 ოქტომბერს, როგორც გუშინ გააქცია ქართველმა ხალხმა კობახიძე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ფეხბურთის ნაკრებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისას მისი მიმართით შეძახილებზე.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძეს უფრო მეტი ჰქონდა სათქმელი.

„გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართველ ხალხს არ დავიწყებია ის ღალატის აქტი, რომელიც რუსი ოლიგარქის „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა რუსული კანონის მიღებით. იქ სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებები და წარმატებებია, იმ სცენაზე რუსი მოღალატეების და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ადგილი არ არის. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძეს უნდა ჰქონოდა გრძელი სიტყვა, მაგრამ ნახა, რა ხალხის რეაქციები და თავქუდმოგლეჯილი, აკანკალებული და შეშინებული გაიქცა, ზუსტად ასე გაიქცევიან 26 ოქტომბერსაც, როდესაც ამ მოღალატეებს გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება