თორნიკე რიჟვაძე - ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებას გისურვებთ ცხოვრების ამ საპასუხისმგებლო ეტაპზე, მჯერა თქვენი ნიჭიერების, პროგრესულობის, მიზანდასახულობის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებში წარმატებებს უსურვებს.

მისი თქმით, ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს ახალგაზრდების ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობასა და თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნას.

„ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებას გისურვებთ ცხოვრების ამ საპასუხისმგებლო ეტაპზე. მჯერა თქვენი ნიჭიერების, პროგრესულობის, მიზანდასახულობის.

თქვენი წარმატება და პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე თქვენი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

კვლავ გავაგრძელებთ ახალგაზრდების ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობასა და თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნას.

გგულშემატკივრობთ და გისურვებთ წარმატებას“, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს