ოლაფ შოლცი - გერმანია არასდროს დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას ისახავს მიზნად

გერმანია არასდროს დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას ისახავს მიზნად. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პარლამენტში (ბუნდესტაგში) დეპუტატების კითხვებზე პასუხის დროს განაცხადა.

მემარცხენე პარტიის დეპუტატის გეზინე ლოტჩის კითხვაზე, როდის შეიძლება ცეცხლის შეწყვეტა იქნას მიღწეული, გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის “მშვიდობის წინადადება” გააკრიტიკა.

“ჩემი აზრით, ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც უკრაინის კაპიტულაცია აქვს მიზნად, გერმანიის მხრიდან არასდროს არ უნდა დავუჭიროთ მხარი”, - განაცხად შოლცმა.

მან პუტინის წინადადებას უცნაური უწოდა, ვინაიდან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის იქნება მზად თუ “უკრაინა ასევე დათანხმდება შემდგომ ანექსიებს”.

გერმანიის კანცლერის თქმით, ეს იმას აჩვენებს, “რამდენად ცინიკურად აზროვნებენ იქ, და რომ რუსეთის ლიდერი არ აპირებს თავისი დაპყრობითი ომის შეწყვეტას”.

შოლცის თქმით, პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მხოლოდ იმისთვის ლაპარაკობს, რომ ომი გააგრძელოს.

დეპუტატის კითხვაზე, იძლევა თუ არა გერმანიის კანცლერი იმის “გარანტიას”, რომ გერმანია ომის მონაწილე ერთ-ერთი მხარე არ გახდება, შოლცმა უპასუხა: “კი, ასეთ გარანტიას გაძლევთ. ეს არის ის, რასაც ვიცავ როგორც კანცლერი”.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება