თეიმურაზ კუპატაძე - არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი - საათნახევრის წინ ჩამოვფრინდი აშშ-დან

ჩვენ ყოველდღიური კავშირი გვაქვს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, როგორც FBI-სთან, DEA-სთან, INL-სთან და ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია გვაქვს ჩატარებული, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ამერიკის საელჩოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

თეიმურაზ კუპატაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს ღონისძიებაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო ამერიკის ხალხს და მთავრობას დამოუკიდებლობის დღე. მინდა ქალბატონ ელჩს მადლობა გადავუხადო მოწვევისთვის. ჩემი ინფორმაციით, არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი. ჩვენ ყოველდღიური კავშირი გავქს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, როგორც FBI-სთან, DEA-სთან, INL-სთან და ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია გვაქვს ჩატარებული. საათნახევრის წინ ჩამოვფრინდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მოვედი, რომ მივულოცო ამერიკელ ხალხს“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს