ვაჟა სირაძე - არანაირი სანქცია და შეზღუდვა არცერთ ძალოვანთან არ მოსულა

არანაირი სანქცია და შეზღუდვა არცერთ ძალოვანთან, მათ შორის, ჩემთან არ მოსულა, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ საქართველოში აშშ-ს საელჩოში გამართულ მიღებაზე განაცხადა.

სირაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-თან პარტნიორული ურთიერთობა აქვს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური და მჭიდრო ურთიერთობა აქვს აშშ-თან, ეს ურთიერთობა ყოველდღიურად გრძელდება.

რაც შეეხება დასანქცირებას, ამის შესახებ ინფორმაცია, არც მე და, არც რომელიმე ძალოვანს ოფიციალურად არ მოგვსვლია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც გადაუმოწმებელ ინფორმაციას გარკვეული ტელევიზიები დარწმუნებით ავრცელებენ. როგორც ყოველთვის მათი მიზანია, პოლიციელების დისკრედიტაცია, ამ მეთოდებით.

არანაირი სანქცია და შეზღუდვა არცერთ ძალოვანთან, მათ შორის, ჩემთან არ მოსულა“,- განაცხადა სირაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს