ირაკლი კობახიძე - ის მასშტაბური დახვედრა, რომელიც მოვუწყვეთ ჩვენს ფეხბურთელებს, რომელიც ქართველმა ხალხმა მოუწყო მათ, იყო აბსოლუტურად დამსახურებული

ჩვენმა ფეხბურთელებმა გვაჩუქეს განსაკუთრებული სიხარული და სიამაყის განცდა, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ შედგა ნამდვილი ზეიმი და ამას თითოეული ფეხბურთელი იმსახურებდა.

„ჩვენმა ფეხბურთელებმა გვაჩუქეს განსაკუთრებული სიხარული და სიამაყის განცდა, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ხალხს. აქედან გამომდინარე, ის მასშტაბური დახვედრა, რომელიც მოვუწყვეთ ჩვენს ფეხბურთელებს, რომელიც ქართველმა ხალხმა მოუწყო მათ, იყო აბსოლუტურად დამსახურებული. თქვენ ნახეთ, რომ გუშინ შედგა ნამდვილი ზეიმი, რასაც იმსახურებდა თითოეული ფეხბურთელი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება