დავით მუჯირი - იმედი გვაქვს, ვილი სანიოლი კონტრაქტის ვადაში ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იქნება - ჩვენი სურვილია, რომ გავახანგრძლივოთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, ფედერაციას სურს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.

როგორც მუჯირმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების შემდეგ, შესაძლოა, გადაიხედოს ვილი სანიოლთან კონტრაქტით გაფორმებული პირობები.

„პირობებზე ჯერ არ გვისაუბრია. ლოგიკურია, რომ ახლა უკვე სხვა პირობებზე მოგვიწიოს დალაპარაკება. ჩვენი სურვილია, რომ გავახანგრძლივოთ, თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებულ პასუხს ვერ გეტყვით, ეს მოლაპარაკების საგანია. იმედია, მოლაპარაკებები ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს“, - განაცხადა დავით მუჯირმა.

მისივე თქმით, სანიოლს კონტრაქტის ვადა 31 დეკემბერს ეწურება და იმედს გამოთქვამს, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე სანიოლი იქნება ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რადგან, მისი თქმით, როგორც ფეხბურთელებს, ასევე მწვრთნელებს წარმატებული მატჩების შემდეგ აქვთ საინტერესო წინადადებები სხვა გუნდების მხრიდან.

„მინდა ვილის მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის, მივულოცო წარმატება, რადგან მას პირველად მოუწია ეროვნული ნაკრების გუნდის გაწვრთნა, რაც პირველივე ცდაზე წარმატებული აღმოჩნდა. ამას გარდა, წარმატებულად და ღირსეულად გამოვედით ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ არა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრის სიმპათია მოვიპოვეთ. ქართველი ფეხბურთის იმიჯი სულ სხვა გახდა და ამისთვის ყველა ერთად ვმუშაობდით.

სანიოლს კონტრაქტით ვალდებულება აქვს 31 დეკემბრამდე. ლოგიკურია, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე ფეხბურთელიც და მწვრთნელიც რამდენიმე თვით ადრე თავის მომავალს კითხულობს. ჩვენ ამაზე აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თავის კონტრაქტის ვადაში იქნება ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. მე ვისურვებდი, რომ დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა ამ ეტაპზე დეტალურ პასუხს ვერ გაგცემთ. ვიმედოვნებ, რომ წარმატებული იქნება მისი შემოდგომაც. შემოდგომაში 6 ძალიან მძიმე შეხვედრა გველის“,- განაცხადა დავით მუჯირმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება