ჯო ბაიდენი - მე ვარ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი - არ მივდივარ, კენჭს ვიყრი, რბოლაში ბოლომდე ვრჩები

ნება მომეცით ვთქვა ეს რაც შეიძლება ნათლად და მარტივად: კენჭს ვიყრი, რბოლაში ბოლომდე ვრჩები, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

BBC-ის ინფორმაციით, ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თეთრ სახლში, დახურულ კარს მიღმა ლანჩი გამართეს, იმ ფონზე, როცა გაჩნდა სპეკულაციები : ჩაანაცვლებს თუ არა მას ჰარისი პარტიის კანდიდატად ნოემბრის არჩევნებში.

ამის შემდეგ წყვილმა სატელეფონო საუბარი გამართა „დემოკრატებთან“, სადაც ბაიდენმა ცხადყო, რომ არჩევნებს არ ეთიშება.

„მე ვარ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი. ვერავინ გამაგდებს. არ მივდივარ“, - ციტირებს BBC-ი ბაიდენს.

კითხვები იმის შესახებ, გააგრძელებს თუ არა 81 წლის ჯო ბაიდენი საარჩევნო კამპანიას, ყოფილ პრეზიდენტთან და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან გამართული სატელევიზიო დებატების შემდეგ გაჩნდა. დებატების შემდეგ „დემოკრატიული პარტიის“ წრეებში გაჩნდა შეშფოთება, რამდენად შეესაბამება ბაიდენი პრეზიდენტის პოსტს და აქვს თუ არა მას არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება