გაბრიელ ატალი - შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ულტრამემარჯვენეების მიერ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მცდელობები, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ არ დაუშვან ულტრამემარჯვენე პარტიის მიერ პარლამენტში სრული უმრავლესობის მოპოვება, შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს.

„შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ულტრამემარჯვენეების მიერ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება“, - აღნიშნა გაბრიელ ატალმა.

მისი თქმით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ბანაკის კანდიდატების 90%-მა, რომლებიც მესამე ადგილზე იყვნენ და „ეროვნული გაერთიანება“ უსწრებდათ, საკუთარი კანდიდატურა მოხსნეს. ატალის განმარტებით, ცენტრისტი კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნა, თუნდაც მემარცხენე რადიკალური პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ სასარგებლოდ, რომელიც მემარცხენე კოალიცია “ახალი სახალხო ფრონტის” ნაწილია, მართებული საქციელია, რადგან აბსოლუტურ უმრავლესობას ვერც „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ და ვერც “ახალი სახალხო ფრონტი“ მოიპოვებენ, „ეროვნულ გაერთიანებას“ კი ეს შეუძლია.

Le Monde-ის ინფორმაციით, 221 კანდიდატი, მათ შორის 132 “ახალი სახალხო ფრონტიდან“ და 83 მაკრონის ბანაკიდან და მისი მოკავშირეებიდან, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს გამოეთიშა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება