აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მსოფლიო პატრიარქს შეხვდნენ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა ქალაქ სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს შეხვდნენ.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას, საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და მიმდინარე პროცესებს.

„რუსლან აბაშიძემ პატრიარქს დეტალურად გააცნო ოკუპაციასთან და ანექსიის მცდელობასთან დაკავშირებული პროცესების ნეგატიური გავლენა აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათ უფლებრივ მდგომარეობაზე, უკანონო დაკავებებზე, სიცოცხლის უფლების ხელყოფაზე, გადაადგილების თავისუფლებასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე.

მსოფლიო პატრიარქმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ ურყევად დაადასტურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა პატრიარქს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრას სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს