პაატა მანჯგალაძე - „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიზანია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი მიზიდულობის ცენტრი - 8 ივლისს გაიგებთ ყველაფერს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიზანი არის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი მიზიდულობის ცენტრი - აუცილებლად იქნება ერთიანობა, ჩვენს გარდა იქნება სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დეტალები 8 ივლისს გახდება ცნობილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი და ძლიერი ოპოზიციური პარტია. ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის" მიზანი არის, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი მიზიდულობის ცენტრი, ანუ, გრავიტაციის ცენტრი. პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. 8 ივლისს გაიგებთ ყველაფერს. "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" მარტო არ იქნება ერთად, იქნება ბევრი საინტერესო ადამიანი, მათ შორის, ბევრი საინტერესო პოლიტიკური ჯგუფი, ეს შემიძლია გითხრათ. "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, იქნება სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც" - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა