საერთაშორისო ფორუმის მონაწილე არუნ ბაბლანი - m&i Forum-ის საშუალებით მზად ვარ ბევრი ადამიანი მოვიზიდო საქართველოში

თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მნიშვნელობაზე Vivaah Weddings-ის დამფუძნებელმა, არუნ ბაბლანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორუმი ძალიან კარგი საშუალებაა თანამშრომლობის და კავშირების გაღრმავების კუთხით. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ჩვენ მთელ მსოფლიოში მაღალი დონის ქორწილების ორგანიზატორები ვართ, ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი, რომელიც ძალიან ლამაზი და ისტორიულია. ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის კარგი საშუალებაა თანამშრომლობის და კავშირების გაღრმავების, შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ახალი პარტნიორები, შეხვდეთ სასტუმროების, უძრავი ქონების მფლობელებს. აქ შეიძლება ძალიან ბევრი კლიენტი აღმოვაჩინო, m&i Forum-ის საშუალებით მზად ვარ ბევრი ადამიანი მოვიზიდო საქართველოში“,-ამბობს ფორუმის მონაწილე ინდოეთიდან არუნ ბაბლანი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, m&i Forum-ის ერთ-ერთი ღონისძიების, m&i Tbilisi-ის ფარგლებში საქართველოს ევროპიდან ეწვია 65 პოტენციური დამკვეთი. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურიზმის სფეროში მოღვაწე, კერძო სექტორის სერვისის მიმწოდებელი, 60 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი.

„m&i Tbilisi-ის ფორუმის ფარგლებში 150-მდე პოტენციურ დამკვეთს და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ დედაქალაქის ტურისტულ ინფრასტრუქტურას და საქმიანი ტურიზმის პოტენციალს.

m&i ფარგლებში 83 სერვისის მიმწოდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, B2B ფორმატში, 3 დღის განმავლობაში 40-მდე შეხვედრას მართავს პოტენციურ დამკვეთებთან.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i Forum-ის მიერ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ რიგ ღონისძიებებში. ფორუმები, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, გამორჩეულად მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები ესწრებიან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს