ცოტნე ანანიძე ამნისტიაზე - წინა ხელისუფლების დროს პატიმარი ადამიანად არ ითვლებოდა! ჰუმანური აქტები რესოციალიზაციას ხელს უწყობს და ეს კონსტიტუციონალისტ პრემიერს ყველაზე კარგად ესმის! როგორც ყოფილი პატიმარი, მივესალმები

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე ამნისტიის საკითხს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ამნისტია თავისი არსით, ჰუმანური აქტია და ხელს უწყობს რესოციალიზაციას, „თუმცა, იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა მმართველობის პერიოდში პატიმარი ადამიანად არ ითვლებოდა ამას ვერ გაიგებენ“.

„წინა ხელისუფლების დროს პატიმარი ადამიანად არ ითვლებოდა! როგორც ყოფილი პატიმარი, ამჟამად უფლებადამცველი მივესალმები პრემიერის ინიციატივას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან ადამიანის უფლებების დაცვა არის ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი და ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ საბოლოოდ მივიღებთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ ჰუმანურ აქტს, რომელიც ხელს შეუწყობს რესოციალიზაციას და ეს ყველაზე კარგად კონსტიტუციონალისტ პრემიერს ესმის!’ - აცხადებს ცოტნე ანანიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს