თბილისის საკრებულო - ვაკის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდა

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ, კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდა.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე ავტოფარეხი აიღეს, რის შედეგადაც გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცე მოეწყო.

ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული სამუშაოები ადგილზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ტყემალაძემ, მერის მოადგილესთან, კახა გულედანთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად, დაათვალიერა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის თქმით, სარეკრეაციო სივრცის მოწყობის სურვილი ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად გამოთქვა.

„ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მცხოვრებლების სურვილით, კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად, გამწვანებული სარეკრეაციო ზონის მოწყობის შესაძლებლობა გაჩნდა. სივრცე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, მოეწყო დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სავარჯიშო ზონები. სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს