საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი „m&i Tbilisi 2024“ დასრულდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი „m&i Tbilisi 2024“ ჩატარდა - 4 დღის განმავლობაში, ფორუმში ევროპის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ევროპული კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ ადგილობრივი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს საქმიანი ურთიერთობები დამყარების მიზნით, საქართველოში ღონისძიებების დაკვეთისა და გამართვის პერსპექტივით.

მასშტაბური საერთაშორისო ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„ფორუმს 200-მდე მონაწილე ჰყავდა, აქედან 68 უცხოური კომპანიის წარმომადგენელი სპეციალურად საქართველოს ეწვია, რომ გასცნობოდა საქართველოს შესაძლებლობებს და ჩვენ შევძლოთ საქართველომ დაიმკვიდროს ადგილი როგორც მიმართულებამ, სადაც საქმიანი ტურიზმი შეიძლება ძალიან მაღალ დონეზე განვითარდეს. უცხოელებმა დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, მარნები როგორც თბილისში ასევე სხვა ადგილებში, რომ შეეფასებინათ საქართველოს შესაძლებლობა და ქვეყანამ შეძლოს მსოფლიო დონის საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლოს“, -განაცხადა მაია ომიაძემ.

უწყების ცნობით, m&i Forum-ის ერთ-ერთი ღონისძიების, m&i Tbilisi-ის ფარგლებში საქართველოს ევროპიდან ეწვია 65 პოტენციური დამკვეთი. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურიზმის სფეროში მოღვაწე, კერძო სექტორის სერვისის მიმწოდებელი, 60 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი.

„m&i Tbilisi-ის ფორუმის ფარგლებში 150-მდე პოტენციურ დამკვეთს და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ დედაქალაქის ტურისტულ ინფრასტრუქტურას და საქმიანი ტურიზმის პოტენციალს.

m&i ფარგლებში 83 სერვისის მიმწოდებელმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ, B2B ფორმატში, 40-მდე შეხვედრა გამართა პოტენციურ დამკვეთებთან.

ფორუმის მონაწილე დამკვეთები სამიზნე ბაზრებზე არსებულ მსხვილ კომპანიებს წარმოადგენენ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ღონისძიებების დამკვეთ კლიენტებთან, შემდგომში მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისთვის სხვადასხვა ქვეყნისა თუ დანიშნულების ადგილის შეთავაზების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს