ალექსანდრე ლუკაშენკო - ვაშინგტონ-ლონდონის ჰეგემონი მსოფლიოს თავის საკუთრებად განიხილავს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტი გამოწვეულია დასავლეთის ფილოსოფიით, რომლის თანახმადაც, ის მსოფლიოს საკუთრებად განიხილავს.

„ვაშინგტონ-ლონდონის ჰეგემონი მსოფლიოს თავის საკუთრებად განიხილავს. მისთვის პლანეტის მრავალმილიარდიანი მოსახლეობა ხალხი კი არა, პირადი კეთილდღეობის მიღწევის საშუალებაა. აი, რა არის პოლიტიკური ეკონომიკა. ეს არის მრავალი გამოწვევის მთავარი მიზეზი საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში. სწორედ ამ ფილოსოფიის ფარგლებში მოხდა უკრაინის კონფლიქტის პროვოცირება, რომელიც დღემდე გრძელდება. ჩვენ ვიცით, რა მიზეზით“, - განაცხადა ლუკაშენკომ ასტანაში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია პლუსის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, დღეს მსოფლიო ღრმა კრიზისშია.

„ჩვენ ყველა მსოფლიო პოლიტიკაში ძირითადი სისტემური ცვლილებების მონაწილე ვართ. ამ ცვლილებების საფუძველია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის გლობალური მრავალპოლარული სისტემის დაბადება. თუმცა, „ოქროს მილიარდს“ ეს პერსპექტივა არ ახარებს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო