ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი ამბიცია გვერდით გადადოს და ვიბრძოლოთ 26 ოქტომბრის მთავარი არჩევნებისთვის, რომელიც საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ „მოსკოვის სპარტაკთან“ გველოდება

ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში, კი არ გაიყინება ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა აღარ ექნებათ - მნიშვნელოვანია, ვიბრძოლოთ 26 ოქტომბრის მთავარი არჩევნებისთვის, რომელიც „მოსკოვის სპარტაკთან“ გველოდება, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება თუ არ შეიცვალა, ძალიან დიდი პრობლემა ელოდება საქართველოს როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეებს.

„ჩვენს მოქალაქეებს ესმით და ხედავენ, რომ ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში, კი არ გაიყინება ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ უვიზო მიმოსვლა ჩვენს მოქალაქეებს აღარ ექნებათ. თუ საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართულებით მიდის და ანტიევროპულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებს, ცხადია სავიზო შეზღუდვები აუცილებლად იქნება.

შეგიძლიათ ნახოთ, რა ღირს პროდუქტები, ეს კიდევ უფრო დამძიმდება იმ ეკონომიკური კოლაფსის პირობებში, რომელიც სანქციებისა და მმართველი პარტიის პროპაგანდის შედეგად მოსალოდნელია, რომ მოხდეს. საქართველოს ეკონომიკის 80-90% და ფინანსური აქტივები სწორედ დასავლეთზე დგას. ამიტომ ხელისუფლება თუ არ შევცვალეთ, ძალიან დიდი პრობლემა ელოდება საქართველოს როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ თავისი ამბიცია გვერდით გადადოს და ვიბრძოლოთ 26 ოქტომბრის მთავარი არჩევნებისთვის, რომელიც საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ "მოსკოვის სპარტაკთან" გველოდება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს