ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი - გაერო-ს ალტერნატივა არ აქვს - მისი პოტენციალი ამოუწურავია

გაერო-ს ალტერნატივა არ არსებობს, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე განაცხადა.

„ამ უნივერსალური ორგანიზაციის ალტერნატივა არ არსებობს. მისი პოტენციალი ამოწურვისგან შორს არის. ჩვენი საერთო ამოცანა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაერო-ს, როგორც მთავარი საერთაშორისო ინსტიტუტის როლის გაძლიერებაა, რომელსაც 21-ე საუკუნის გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავება შეუძლია“, - განაცხადა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა.

ამასთან, ტოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ერთგული რჩება.

„მსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში ყოვლისმომცველი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ყაზახეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი“, - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს