ვოლოდიმირ ზელენსკი - მშვიდობის მეორე სამიტს რუსეთის წარმომადგენლები უნდა დაესწრონ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პუტინი იქნება - მეჩვენება, რომ მას გარეთ გასვლის ეშინია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებით, მეორე სამშვიდობო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლები უნდა იყვნენ, მაგრამ ეს, ალბათ, არ იქნება რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რადგან მას, მისივე შეფასებით, ქვეყნის დატოვების ეშინია.

„თუ მომავალი მშვიდობის სამიტი იმ გეგმის მიხედვით წარიმართება, რომელსაც განვიხილავთ, მეორე სამიტი კი ითვალისწინებს, რომ იქნება გეგმა ყველა პუნქტით, როგორც ვხედავთ ომის დასრულებას და მსოფლიოს უმეტესობა ჩვენს მხარეს იქნება.

თუ ეს გეგმა მზად იქნება, ჩვენ მოვაწყობთ მშვიდობის მეორე სამიტს და იქ უნდა იყვნენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, მაგრამ ვინ იქნება ეს? ვნახავთ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პუტინი იქნება. მეჩვენება, რომ მას გარეთ გასვლის ეშინია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ან ჩინეთი შეიძლება იყვნენ მესამე მხარეები რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის დიალოგში. ზელენსკიმ განმარტა, რომ ამ ქვეყნებს, განსხვავებების მიუხედავად, პუტინის შესაჩერებლად ზეწოლის განხორციელება შეუძლიათ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება