ლევან მუსელიანი - მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია, ამ ეტაპზე კერების დამუშავება მიმდინარეობს

თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია, ამ ეტაპზე კერების დამუშავება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველების დაახლოებით 10-მდე ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა.

“112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ხანძარი მთაწმინდის ფერდობზე გავრცელებული იყო. მეხანძრე-მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება ხანძართან დაკავშირებით. ყველა ჯგუფი დროულად გამოცხადდა ადგილზე, ხანძრის ყველა მიმართულებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ ლოკალიზება მოხდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ასევე, ხანძრის ქრობაში დროულად ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი და ამ ეტაპზე ჩვეულებრივი კერების დამუშავება მიმდინარეობს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე დგინდება რა ტერიტორიაზე იყო ხანძარი”, - განაცხადა ლევან მუსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს