ჩრდილოეთ ისრაელში „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა

ჩრდილოეთ ისრაელში „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო იერიშის შედეგად ხანძარი ისრაელის ჩრდილოეთში, სულ მცირე 10 ლოკაციაზე გაჩნდა, რომელსაც მეხანძრეები ამ დრომდე ებრძვიან.

ხანძრის შედეგად გოლანის მაღლობებზე ერთი გზატკეცილი გადაიკეტა.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 200 რაკეტა და 20 დრონი გაუშვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება