გია ვოლსკი - ხაბეიშვილი ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს

ხაბეიშვილი ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს და ყველამ კარგად იცის, რომ მისი ეს ლაპარაკი რეალობას არ უკავშირდება - ნურმაგომედოვთან შეხვედრა არაფრით განსხვავდება ნებისმიერ სხვა სპორტსმენთან შეხვედრისაგან , - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც გამაცხადა, რომ "სხვა ქვეყნიდან 300-500 კუნთმაგარი პირის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებიც არჩევნებზე თავ-პირს დაამტვრევენ ოპოზიციის მხარდამჭერებს".

ვოლსკის თქმით, ხაბეიშვილისთვის დამახასიათებელია ასეთი ზღაპრების მოგონება.

"მე არ ვფიქრობ, რომ ხაბეიშვილი უცხო რამეს ამბობს. მისთვის დამახასიათებელია ასეთი ზღაპრების მოგონება.

ნურმაგომედოვთან, გამოჩენილ სპორტსმენთან შეხვედრა არაფრით განსხვავდება ნებისმიერ სხვა სპორტსმენთან შეხვედრისაგან, რომელსაც კუნთიც მაგარი გააჩნია, თავიც გამოიჩინა და მით უმეტეს, დაპატიჟებული იყო ის აი, ამ ევროპულ უშველებენ ტურნირზე. კუნთმაგრობა არანაირად არ არის დაკავშირებული, რომ შეიძლება მაინცდამაინც აგრესიაზე იყოს ორიენტირებული მისი ყოფა და ცხოვრება. ჭკუასთან ახლოს არ არის, რასაც ამბობს ხაბეიშვილი. ხაბეიშვილი ტყუილს ამბობს, ცრუობს, მაგრამ ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს და ყველამ კარგად იცის, რომ მისი ეს ლაპარაკი რეალობას არ უკავშირდება. განწყობა, აღქმები უნდა შექმნას ასეთი, მაგრამ საკმაოდ უნიჭოდ და მე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას დაიჯერებს, მათ შორის, მისი მომხრეები," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული 300-500 პირის ჩამოყვანას გეგმავს.

ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნული პირები საარჩევნო უბნებთან ფიზიკური დაპირისპირებისთვის იქნებიან მობილიზებული.

ლევან ხაბეიშვილის თქმითვე, შესაძლოა სწორედ ეს საკითხი განიხილეს, UFC-ის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვთან გერმანიაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება