ლევან ხაბეიშვილი - ხელისუფლება თუ არ შევცვალეთ, ძალიან დიდი პრობლემები ელოდება საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს

ამ ხელისუფლები პირობებში არა თუ ევროკავშირში მიგვიღებენ, არამედ შეგვიზღუდავენ უვიზო მიმოსვლასაც. ამიტომ ყველას კარგად გვესმის, პოლიტიკოსსაც, რიგით მოქალაქესაც, სამოქალაქო სექტორსაც, რომ ხელისუფლება თუ არ შევცვალეთ, ძალიან დიდი პრობლემები ელოდება საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა არასამთავროების განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება მიდის რუსეთისკენ და ანტიევროპულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას აგრძელებს, ევროპაში სავიზო შეზღუდვები გარდაუვალია.

„ჩვენს მოქალაქეებს ანალიტიკური აზროვნების უნარი აქვთ და ძალიან მარტივად ხვდებიან ერთ მარტივ ჭეშმარიტებას - ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში და მათ პირობებში არა თუ გაიყინება ევროკავშირის მოლაპარაკებები, არამედ აუცილებლად დაბრუნდება ვიზები საქართველოში და უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს ვერ ექნება - ეს შემიძლია გითხრათ გარანტირებულად. თუ საქართველოს ხელისუფლება მიდის რუსეთისკენ და ანტიევროპულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას აგრძელებს, ცხადია, არა თუ ევროკავშირში, არამედ იქნება სავიზო შეზღუდვები ევროპაში. ეს ქართველ ხალხს კარგად ესმის.

ასევე. მეორე და მნიშვნელოვანი, შეგიძლიათ გახვიდეთ გარეთ და შეხედოთ რა ღირს საწვავი, რა ღირს პროდუქტები და ეს კიდევ უფრო დამძიმდება იმ ეკონომიკური კოლაფსის პირობებში, რომელიც მოსალოდნელია, როცა საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ, ანტიევროპულ პროპაგანდას ეწევა. საქართველოს მოქალაქეებს კარგად ესმით და იციან, რომ საქართველოს ეკონომიკის 80-90 პროცენტი სწორედ ევროპაზე და დასავლეთზე დგას, მათ შორის მთელი ფინანსური აქტივები. ამიტომ ყველას გვესმის პარტიულსაც, არაპარტიულსაც, პოლიტიკოსსაც, რიგით მოქალაქესაც, სამოქალაქო სექტორშიც, რომ ხელისუფლება თუ არ შევცვალეთ ძალიან დიდი პრობლემები ელოდება საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს. ამისთვის მნიშვნელოვანია, ყველამ გადადოს პირადი ამბიცია და ვიბრძოლოთ 26 ოქტომბერს მთავარი გამარჯვებისთვის, რომელიც გველოდება ფეხბურთის ენით თუ ვიტყვით მოსკოვის სპარტაკთან“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება