გია ვოლსკი - საქართველოს არასდროს შეურცხვენია თავი პარტნიორულ ურთიერთობაში, რომელიც წლების განმავლობაში აკავშირებს აშშ-ს ინტერესებთან - არ გვინდა, ეს ურთიერთობა გარკვეული სანქციებით გაფუჭდეს

საქართველოს არასდროს შეურცხვენია თავი პარტნიორულ ურთიერთობაში, რომელიც მას წლების განმავლობაში აკავშირებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებთან - არ გვინდა, რომ ეს ურთიერთობა გაფუჭდეს გარკვეული სანქციებით , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სურს „ურთიერთობა, რომელიც დამყარებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე და ურთიერთინტერესების გათვალისწინებაზე, როგორიც ეს ყოველთვის იყო".

"ჩვენ არ ვამბობთ, რომ შესანიშნავია ის ურთიერთობა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჩამოყალიბდა, მაგრამ ჩვენი მყარი პოზიცია არის აბსოლუტურად კარგად ჩამოყალიბებული და გამოხატული პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ჩვენ გვინდა ურთიერთობა, რომელიც დამყარებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე და ურთიერთინტერესების გათვალისწინებაზე, როგორიც ეს ყოველთვის იყო. საქართველოს არასდროს შეურცხვენია თავი პარტნიორულ ურთიერთობაში, რომელიც მას წლების განმავლობაში აკავშირებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებთან. მათ შორის არა მარტო რეგიონში, არამედ ფართო გაგებით რეგიონში, როდესაც ჩვენ მხარდამხარ ვებრძოდით უსამართლობას, ტერორიზმს და საერთაშორისო დანაშაულების ბუდეს. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის შესანიშნავი გამოცდილება და ზუსტად ეგეთ თანამშრომლობას ვესწრაფვით მომავალში. არ გვინდა, რომ ეს ურთიერთობა გაფუჭდეს გარკვეული სანქციებით. თუკი ეს რეალობას არ შეესაბამება და არ ვხედავთ ჯერ ამ სანქციებს, რასაკვირველია, მისასალმებელია, თუმცა სასპეკულაციოდ არ არის გამოსაყენებელი," - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება