გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 ივლისს 09:00-დან 12:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდება აბონენტს ქალაქ მცხეთაში, ხოლო 12:00-დან 14:00 საათამდე - მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღაიანი, ქსანი, მუხრანი.

10:30-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გამოირთვება ზაჰესში თავისუფლების, ჭიჭინაძის, ავჭალის, ყაზბეგის ქუჩებზე.

11:00-დან 18:30 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს სოფელი დიღომში დიდგორის, აკაკი წერეთლის, ავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, წყაროს უბანში და ზემოუბანში, სოფელ გლდანში, ავჭალის მასივში და ავჭალა 2-ის დასახლებაში.

11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, დწითელსოფელი, ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანი, საშაბურო, ბოდორნა, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებში ლუთხუბი, ზანდუკი, მაქართა, დუმაცხო, ბაკურხევი, დიხჩო, დიდებაანი, ჩობალაურები, ხოლო 13:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში მლაშე, უნდილაანთკარი, გრიგოლაანთკარი, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში, ბაზალეთის ჩასახლებაში, დუშეთში გურამ რჩეულიშვილის, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს