ანონსი  5 ივლისი

5 ივლისს, 10:30 საათზე, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გუგა შუშანია ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ქუთაისის ცნობილი ბულვარის დაუსრულებელი რეაბილიტაცია და გაფლანგული მილიონები“.

მის: ცენტრალური ბულვარის წინ (მერიის მხრიდან)

საკონტაქტო: გიგა შუშანია - 577 58 56 56

5 ივლისს, 11:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოცხადდება ლიტერატურული კონკურსი „ილია თანამედროვე პოეზიაში“, რომელიც მიზნად ისახავს ილიას შესახებ ახალი ლიტერატურული/პოეტური ნიმუშების შექმნას და პოპუპარიზაციას.

მის: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო: 599726565

5 ივლისს, 12:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს ოფისში, პარტიის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში „EPP“-ის და თანამოაზრე ჯგუფის რეზოლუცია „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ გაუარესებულილ მდგომარეობაზე საქართველოში და საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე, სადაც საუბარია მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პილიტიკურ პატიმრობაზე“.

მის: სააკაძის დაღმართი, მეორე გასასვლელი #4

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

5 ივლისს, 12:00 საათზე, „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები სრულმასშტაბიან უვადო გაფიცვას იწყებენ, რასთან დაკავშირებითაც ისინი „ევოლუშენ ჯორჯიას“ A შენობის წინ, მედიისთვის სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ და გაფიცვის დროსა და თარიღს გამოაცხადებენ.

მის: მექანიზაციის ქ.#2

საკონტაქტო: გიორგი დიასამიძე - 592210021

5 ივლისს, 14:00 საათზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირების გენერალური მდივანი ესთერ ლინჩი და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ევროპის პროფკავშირების წევრი ხდება. რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის მოლოდინში საქართველოსთვის და ქართველი დასაქმებულებისთვის იმ პროფკავშირების წევრობა, რომლის სოციალური პარტნიორებიც არიან: ევროკავშირი, ევროკომისია, ევროპარლამენტი;

მის.: კოსტავას ქ.47/57. მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბი.

საკონტაქტო: 514 000 432; 593 53 45 24;

5 ივლისს, 20:00 საათზე, „კოკა-კოლას“ყოფილ ქარხანაში, ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორუმი - 2024 გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია.

მის: წერეთლის გამზ.#114

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო