გრიგოლ გეგელია - არსებული ხელისუფლების პირობებში აშშ-სთან ურთიერთობები ვერც გადაიტვირთება, ვერც განახლდება და ვერც გაღრმავდება, შესაბამისად ქვეყანა კარგავს შანსებს

ასეთი ხელისუფლების პირობებში, აშშ-სთან ურთიერთობები, ვერც გადაიტვირთება, ვერც განახლდება და ვერც გაღრმავდება, შესაბამისად, ჩვენ ვკარგავთ შანსებს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება, მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება.

„ურთიერთობის გადატვირთვა მოხდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ერი და საზოგადოება გადავტვირთავთ ამ რეჟიმს და კურს. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ იქნება გადარჩეული. ამ ხელისუფლების პირობებში აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა არის წარმოუდგენელი.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ენტონი ბლინკენს შეხვედროდა, ამერიკასთან ორმხრივი ურთიერთობები სხვა დონეზე წაეყვანა, წავიდა თეირანში, მათ დაიწყეს ჩინეთთან ვაჭრობა. ენტონი ბლინკენთან ვიზიტზე კობახიძემ თქვა უარი მხოლოდ იმისთვის, რომ „რუსული კანონი“ დაეცვა. ამიტომ, ასეთი ხელისუფლების პირობებში ურთიერთობები, ვერც გადაიტვირთება, ვერც განახლდება და ვერც გაღრმავდება. შესაბამისად, ჩვენ ვკარგავთ შანსებს.

„ქართული ოცნება“ რეალობას გამრუდებულად აღიქვამს, ფსიქიატრიული შესწავლის საკითხი არიან, ვიდრე რაციონალური ანალიზის. მათ ეჩვენებათ, რომ ევროკომისარი მოკვლას უპირებდა, აშშ დამხობას. ისინი არ არიან ნორმალურები, შეურაცხადები არიან“,- განაცხადა გეგელიამ.

მისივე მოსაზრებით, ხელისუფლების ცვლილებას სჭირდება სწორი პოლიტიკური კონფიგურაციები და გაერთიანებები.

„თუ არ მივაღწევთ პოლიტიკურ ცვლილებას და თუ ვერ გამოვიყვანთ საზოგადოებას არჩევნებზე, ჩვენ ვერ შევცვლით იმ გეოპოლიტიკურ რეალობას. ამას სჭირდება სწორი პოლიტიკური კონფიგურაციები, სწორი ტიპის გამსხვილებები და გაერთიანებები. მეორე მხრივ, სწორი "მესიჯი". მარტო გაერთიანება არაფერს შველის. ადამიანმა უნდა დაინახოს, რატომ უნდა მოგცეს ხმა“,- განაცხადა გეგელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება