ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ტურისტი დაიღუპა. როგორც “ინტერპრესნიუსს” ადგილობრივებმა განუცხადეს, ძლიერი ქარის შედეგად პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტები, ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ.

დაშავებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, ხოლო ქალი ადგილზე დაიღუპა.

როგორც “ინტერპრესნიუს” ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებული მამაკაცი კონტაქტურია. ექიმების თქმით, პაციენტს ამ დროისთვის, სამედიცინო კვლევები უტარდება.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება