ზვიად ძიძიგური - თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, ძალიან ცუდი პერსპექტივები აქვს ქვეყანას - სამოქალაქო გმირობა იქნება თუ პარტიები, რომლებსაც არ აქვთ იმედი, რომ 5%-ს გადალახავენ, საერთოდ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში

სამოქალაქო გმირობა იქნება, თუ ის პარტიები, რომლებსაც არ აქვთ თავის თავის იმედი, რომ 5%-ს გადალახავენ, არ მიიღებენ არჩევნებში საერთოდ მონაწილეობას, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ზვიად ძიძიგურის განმარტებით, ტრაგედია იქნება, თუ საპარლამენტო არჩევნებში 5%-ს ბევრი ოპოზიციური პარტია ვერ გადალახავს.

„5%-ს დაბლა რაც უფრო ნაკლები პარტია დარჩება, ეს იქნება უკეთესი. ტრაგედია იქნება ის, რომ 5% გადაულახავი პარტიების დიდი რაოდენობა, მაგალითად 15% დარჩეს. ამას ყველაფერს გაზომვა უნდა და ეს არჩევნების წინ გაიზომება. თუ არ შეიცვალა ხელისუფლება, ძალიან ცუდი პერსპექტივები აქვს ჩვენს ქვეყანას. ყველა ადამიანის ვალია, ყველა პარტიას, ვინც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, დამოუკიდებლად თუ სხვადასხვა ფორმატში, უნდა დასვას საკითხი, 5%-ის გადამლახავი ხარ თუ არ ხარ? თუ არ ხარ 5%-ის გადამლახავი და არცერთი კვლევა ამას არ აჩვენებს და შენ თვითონაც ამაში ხარ დარწმუნებული, მაშინ რისთვის მიდიხარ არჩევნებზე, ხელისუფლებაში რომ დატოვო ისევ ივანიშვილი? სამოქალაქო გმირობა იქნება, თუ ის პარტიები, რომლებსაც არ აქვთ თავის თავის იმედი, რომ 5%-ს გადალახავენ, არ მიიღებენ არჩევნებში საერთოდ მონაწილეობას. მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების პერიოდი, მით უფრო მეტად მწვავედ უნდა დაისვას ეს საკითხი და ამაზე ყოველგვარი მორიდების გარეშე უნდა იყო პარტიებთან ლაპარაკი. ამ თემებზე ღია ტექსტებით უნდა ილაპარაკოს ყველამ.

1%-ს აღების შემთხვევაში წელიწადში 300 ათასი რომ მიიღო, ამისთვის მიდიხარ არჩევნებზე და ფაქტობრივად ხელისუფლებას ტოვებ ისევ სათავეში და გინდა ისევ ივანიშვილმა მართოს შემდგომი 4 წლის განმავლობაში ქვეყანა? ხომ ვნახეთ ბოლო 4 წელი რაც იყო? ბოლოს ლამის ჩვენი საგარეო ვექტორის ცვლილების საკითხი დააყენეს, ისეთ ნაბიჯებზე წავიდნენ. ჩვენ თუ კიდევ იმას ვფიქრობთ, რომ ისევ ივანიშვილი უნდა დარჩეს ხელისუფლებაში და თუ ასეთი ტიპის განწყობებია პოლიტიკურ პარტიებში, ოპოზიციური რომ ჰქვია იმ პარტიებში, კარგად გვქონია მაშინ საქმე“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება