GITA სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრე-აქსელერაციის პროგრამას იწყებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და USAID-ის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" პროგრამას თანამშრომლობის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრე-აქსელერატორის პროექტი იწყება. პროგრამაში მონაწილეობის მიღება სამცხე-ჯავახეთში რეგისტრირებულ 16+ ასაკის, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. პროგრამა 7 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, პროგრამის მიზანია რეგიონში ინოვაციური აზროვნების, იდეაციის და სტარტაპის შენების ძირითადი უნარების განვითარება და ამავე მიმართულებით ახალი გუნდების ფორმირება. ასევე, პროგრამის ფარგლებში მონაწილეები GITA-ს 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსისთვის მოემზადებიან.

„პრე-აქსელერატორის პროგრამა დაყოფილი იქნება 3 ძირითად ეტაპად:

იდეების გენერირება/დახვეწა

ვალიდაცია და პროდუქტის მომხმარებელზე მორგება

დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები, ფინალური პრეზენტაციები/დემო დღე

პრე-აქსელერატორის პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები სხვადასხვა აქსელერატორის გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ პრინციპებს გაეცნობიან, სტარტაპების შესაქმნელად და გასავითარებლად. რეალური მაგალითების საფუძველზე, მიიღებენ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასონ სტარტაპ იდეები, როგორ შექმნან ინოვაციური პროდუქტი, რომელიც არსებულ პრობლემებს გადაჭრის. ისწავლიან, როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შექმნან სრულყოფილი ბიზნეს გეგმა საკუთარი სტარტაპ იდეისთვის.

პროექტის განმავლობაში მენტორების დახმარებით, გუნდები იმუშავებენ თავიანთ ინოვაციურ იდეებზე, რის შედეგადაც მონაწილეები მზად იქნებიან წარდგნენ დემო დღეზე. პროგრამის დასკვნით ნაწილში, თითოეული გუნდი შეძლებს გაიაროს კონსულტაციები GITA-ს 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის სააპლიკაციო პროცედურებთან დაკავშირებით და გააკეთოს განაცხადი გრანტის მოსაპოვებლად.

პროექტზე რეგისტრაცია სრულდება 15 ივლისს. რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ბმულზე: https://survey.zohopublic.com/zs/hx0wN5

USAID-ის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" პროგრამას საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ- ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის განმახორციელებელია კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი”, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება