მარიამ ქუთათელაძე - m&i-ის ფორუმის საქართველოში გამართვა რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოგვედინა

m&i Tbilisi 2024 ფორუმის მონაწილის, სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ წარმომადგენლის მარიამ ქუთათელაძის განცხადებით, „m&i-ის ფორუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქმიანი ტურიზმის სფეროში“.

მან ფორუმის თბილისში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ m&i-ის ფორუმის საქართველოში გამართვა რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო.

„პირველად, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ ფორუმს ვესწრებოდით არ გვჯეროდა და ვერ წარმოგვედგინა, რომ მალე საქართველო ამ ფორუმის მასპინძელი იქნებოდა. ჩვენი ქვეყნისთვის ფორუმის გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ევროპელი სტუმრების მიღების კუთხითაც. დიდი იმედი მაქვს საქართველო უმასპინძლებს ძალიან ბევრ სტუმარს ევროპიდან“, -განაცხადა მარიამ ქუთათელაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, თბილისში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი „m&i Tbilisi 2024“ გაიმართა.

„4-დღიანი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები ევროპის ქვეყნებიდან.

ფორუმის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ინფრასტრუქტურას, ტურისტულ ადგილებს, შეხვდნენ ადგილობრივი ტურისტული სექტორის, წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს საქმიანი ურთიერთობები დამყარების მიზნით, შემდგომში საქართველოში ღონისძიებების დაკვეთისა და გამართვის პერსპექტივით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება