თსუ-ში ახალი სასწავლო წლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თსუ-ს რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა და კანცლერმა ლაშა საღინაძემ თსუ-ს მე-3 და მე-5 კორპუსებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

„სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში თსუ-ს მე-3 სასწავლო კორპუსში მიმდინარეობს შიდა ეზოს მოწყობის სამუშაოები, დაირგვება ხეები, შეკეთდება ღობე, შეიცვლება კარები. სამუშაოს დასრულების შედეგად მოეწყობა სოციალური სივრცეები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

თსუ-ის მე-5 სასწავლო კორპუსის სამივე სართულზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, შეკეთდება აუდიტორიები, მოწესრიგდება შიდა ინფრასტრუქტურა; კორპუსის შიდა ეზოში მოეწყობა სოციალური სივრცე სტუდენტებისთვის და უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის.

ორივე ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 200 ათას ლარამდე დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისის ბოლოსთვის დასრულდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება