641 საარჩევნო ოლქის მონაცემებით, „ლეიბორისტებმა“ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში 410 მანდატი მოიპოვეს

641 საარჩევნო ოლქიდან მიღებული ოფიციალური შედეგებით, გაერთიანებული სამეფოს “ლეიბორისტულმა პარტიამ”, საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების 33,9%-ით, თემთა პალატაში 410 ადგილი მოიპოვეს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „კონსერვატორებს“ ხმების 23,7%-ით 119 მანდატი აქვთ.

„ლიბერალ-დემოკრატებმა“ ხმების 12,3%-ით 71 ოლქში გაიმარჯვეს, ხოლო Reform UK-მა ხმების 14,3%-ი მიიღო, რაც საკანონმდებლო ორგანოში ოთხ მანდატს ნიშნავს.

„კონსერვატიული პარტიის“ წევრებს შორის, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში მანდატი დაკარგეს თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი და ყოფილი პრემიერი, ლიზ ტრასიც არიან.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფო ამჟამად 650 საპარლამენტო ოლქადაა დაყოფილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება