ვოლოდიმირ ზელენსკი - ვულოცავ კეირ სტარმერს და „ლეიბორისტებს“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას

ვულოცავ კეირ სტარმერს და „ლეიბორისტებს“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. უკრაინა და გაერთიანებული სამეფო იყვნენ და იქნებიან სანდო მოკავშირეები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო და უკრაინა გააგრძელებენ თავისუფლებასა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის და საერთო ღირებულებების დაცვას.

„მომავალ მთავრობას წარმატებებს ვუსურვებ როგორც საშინაო საქმეებში, ასევე მსოფლიო ასპარეზზე გაერთიანებული სამეფოს ლიდერობის განმტკიცებაში. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინა-გაერთიანებული სამეფოს პარტნიორობის განმტკიცებისა და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენის საკითხებზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან გაერთიანებული სამეფოს პრემიერს, რიში სუნაკს და გაერთიანებული სამეფოს მთავრობას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რაც უკრაინას აღმოუჩინა.

„მადლობელი ვარ ჩემი კარგი მეგობრის, რიში სუნაკის და მისი ხელმძღვანელობით გაერთიანებული მთავრობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. Challenger-ის ტანკები, Storm Shadow-ის რაკეტები, ჩვენი პილოტებისთვის F-16-ებზე წვრთნა და პირველი ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმება ჩვენი საერთო მიღწევებიდან მხოლოდ რამდენიმეა, რომელსაც უკრაინა არასოდეს დაივიწყებს. გმადლობთ, რიში“, - აღნიშნა ზელესკიმ.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ’ გაიმარჯვა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია