თამუნა ჩხეიძე - m&i ფორუმი ხელს უწყობს საქართველოს პოზიციონირებას მსოფლიო რუკაზე ღონისძიებებისა და დიდი ჯგუფების მისაღებად

„m&i Tbilisi 2024“ ფორუმში საერთაშორისო კომპანიებთან ერთად ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების მნიშვნელობაზე სასტუმრო „პარაგრაფი თბილისის“ წარმომადგენელმა, თამუნა ჩხეიძემ ისაუბრა.

„მოხარულები ვართ, რომ m&i-ის მასშტაბურ ფორუმი თბილისში ჩატარდა. საქართველომ პირველად უმასპინძლა ამ ფორუმს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ეს ხელს უწყობს საქართველოს პოზიციონირებას მსოფლიო რუკაზე, როგორც ერთ-ერთი ახალი ადგილი ღონისძიებებისა და დიდი ჯგუფების მისაღებად“, - აცხადებს თამუნა ჩხეიძე.

„m&i-ის ფორუმი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით გაიმართა. 4 დღიანი ფორუმის ფარგლებში საქართველოს ევროპის ქვეყნებიდან ეწვია 65 პოტენციური დამკვეთი ევროპიდან. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურიზმის სფეროში მოღვაწე, კერძო სექტორის სერვისის მიმწოდებელი, 60 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი.

m&i Tbilisi-ის ფორუმის ფარგლებში 150-მდე პოტენციურ დამკვეთს და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა დედაქალაქის ტურისტულ ინფრასტრუქტურას და საქმიანი ტურიზმის პოტენციალს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება