გიგა შუშანია - რვა მილიონი ლარი გადაურიცხეს კომპანიას, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ 25 ასწლოვანი ხე მოჭრა - გაურკვეველია, რაში დახარჯეს მათ რვა მილიონი ლარი - ქუთაისის მერი ამ პროექტით ერთხელაც არ დაინტერესებულა

რვა მილიონი ლარი გადაურიცხეს კომპანიას, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ 25 ასწლოვანი ხე მოჭრა - გაურკვეველია, რაში დახარჯეს მათ რვა მილიონი ლარი, ქუთაისის მერი კი ერთხელაც არ დაინტერესებულა ამ პროექტით, - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგა შუშანიამ განაცხადა.

ამის შესახებ შუშანიამ ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ადგილობრივ ხელისუფლებისგან პასუხები მოითხოვა.

„ექვს თვეზე მეტი გავიდა ჩვენი ბრიფინგიდან, სადაც ვითხოვდით პროექტის გამოქვეყნებას და მხოლოდ სურათები გამოაქვეყნეს. უკვე რვა მილიონი ლარი გადაურიცხეს კომპანიას, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში გააკეთა მხოლოდ ის, რომ 25 ასწლოვანი ხე მოჭრა ბულვარში და წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს ამ კომპანიამ წესით ეს სამუშაოები. გაურკვეველია, რაში დახარჯეს მათ რვა მილიონი ლარი, ქუთაისის მერი ერთხელაც არ დაინტერესებულა ამ პროექტით და მოვითხოვთ, რომ გასაჯაროვდეს ამ პროექტის დეტალები, თუ როგორ, რა სამუშაოები უნდა გაკეთდეს და ჩვენ პირადად, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მზად ვართ, 24 საათიან რეჟიმში ჩავერთოთ ამ პროექტის მონიტორინგში“, - განაცხადა გიგა შუშანიამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს