იაგო ხვიჩია - ვგრძნობ, რომ გენპროკურორობის არცერთი კანდიდატი არ მომეწონება - თვითონ პროცესია არასათანადო დროს ჩატარებული, რადგან რამდენიმე თვეში არჩევნები გვაქვს

მე ვგრძნობ, რომ არცერთი კანდიდატი არ მომეწონება. თვითონ პროცესია არასათანადო დროს ჩატარებული, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე თვეში არჩევნები გვაქვს, - ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან გენერალური პროკურორის არჩევაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მათ ჰქონდათ შუამდგომლობა, რომ საპროკურორო საბჭოს სხდომა ახლა არ ჩაეტარებინათ და ერთ-ერთ მოადგილეს გაეგრძელებინა გენპროკურორის მოვალეობის შესრულება, რაზეც უარი მიიღეს.

“მე ვგრძნობ, რომ არცერთი კანდიდატი არ მომეწონება. თვითონ პროცესია არასათანადო დროს ჩატარებული, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე თვეში არჩევნები გვაქვს. ვიცით, რომ რამდენიმე თვეში ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია გვექნება და ახლა გენერალურ პროკურორს 6 წლის ვადით ვირჩევთ ამ ერთპარტიულ სისტემაში, რაც ახლა გვაქვს. არჩევნებზე რამე რომ შეიცვალოს, ავტომატურად მოგვიწევს პროკურორის თავიდან არჩევა. ამიტომ ჩვენ გვქონდა შუამდგომლობა, რომ არ ჩაგვეტარებინა ახლა საერთოდ და ერთ-ერთ მოვალეობის შემსრულებელს, მოადგილეს გაეგრძელებინა საქმიანობა, რაზეც უარი მივიღეთ. მაგრამ ამ პროცესში ვმონაწილეობთ არა იმ იმედით, რომ ჩვენთვის სასურველ კანდიდატს ვიპოვით, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა იქნებოდა ჩვენი პრიორიტეტები პროკურატურის საქმიანობაში მაშინ თუ ხელში ისეთი ძალაუფლება გვექნებოდა, რომ თვითონ შეგვეძლებოდა ამ სისტემის რეფორმირება”, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა მეორე დღეა მიმდინარეობს.

აღნიშნულ პოზიციაზე რამდენიმე პირია დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება