იაგო ხვიჩია ოპოზიციაზე - მათგან „პოლიტიკურად ქალწული“ არავინ არ არის, ვინ ვისთან არ არის ნამყოფი და რა კონფიგურაციით - ამდენს რას ფიქრობენ გაერთიანების გადაწყვეტილების მისაღებად, რომ საშველი არ დააყენეს, ვერაფრით ვხსნი

მოგეხსენებათ, მათგან „პოლიტიკურად ქალწული“ არავინ არ არის - პირველად რომ დგამდნენ ვიღაცასთან პოლიტიკური პარტნიორობის ნაბიჯს, კიდევ რაღაცას ვიფიქრებდი, მაგრამ ვინ ვისთან არ არის ნამყოფი და რა კონფიგურაციით, - ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 8 ივლისს, 15-ში ან სექტემბერში ამ საქმეს ნათელი მოეფინება.

“ძალიან მაკვირვებს და მაოცებს ის ფაქტი, თუ რით ვერ დაწყვილდა ამდენი ხანი ეს ხალხი. მოგეხსენებათ, მათგან პოლიტიკურად ქალწული არავინ არ გახლავთ. ამდენს რას ფიქრობენ ამ გადაწყვეტილების მისაღებად, რომ ერთი წელია საშველი არ დააყენეს, მე უბრალოდ ვერაფრით ვხსნი ამ ამბავს. ვფიქრობ, რომ 8-ში, 15-ში ან სექტემბერში ნათელი მოეფინება ამ საქმეს.

რა ჰქვია ამას, როცა ყოფილი “ნაცები” ამბობენ, მიშა არ გვინდაო. ვიღაც ამბობს, რომ მე “ნაცებთან” არ ვითანამშრომლებო, მაშინ როდესაც 2 წლის წინ “ნაცების” მოადგილეობისთვის იბრძოდა. ამიტომ, ეს ყველაფერი იმდენად აბსურდულად გამოიყურება, მართლა ვერ ვხვდები, რა აქვთ დასაკარგი. პირველად რომ დგამდნენ ვიღაცასთან პოლიტიკური პარტნიორობის ნაბიჯს, კიდევ რაღაცას ვიფიქრებდი, მაგრამ ვინ ვისთან არ არის ნამყოფი და რა კონფიგურაციით. ახლა რატომ აუტყდათ ამასთან დაკავშირებით მღელვარებები და შფოთვები, მე უბრალოდ ვერაფრით ვხსნი. ასეთ დროს კი, როცა არაფერი იხსნება, იცით, რომ ყველგან “ქოცების” ხელს ვხედავ”, - აღნიშნა ხვიჩიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება