„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი 12 ივლისიდან უვადო გაფიცვას იწყებს

„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი 12 ივლისიდან უვადო გაფიცვას იწყებს.

გაფიცვაში მონაწილეები “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯერებს დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას მოითხოვენ.

როგორც მათ აღნიშნეს, უწყვეტი გაფიცვა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მათივე ინფორმაციით, თავდაპირველად გაფიცვას 5000-მდე პირი შეუერთდება.

გაფიცვას მონაწილე ასევე იქნება აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი „ლაბორის“ პირველადი პროფესიული გაერთიანება - „ევო-კავშირის” წევრებიც.

„უკვე 2 წელია პროფკავშირი “ლაბორი” და მის შემადგენლობაში მყოფი “ევო-კავშირი”, რომელიც დაფუძნებულია “ევოლუშენში” დასაქმებულებისგან, აწარმოებს მოლაპარაკებებს ღირსეული შრომითი უფლებებისთვის “ევოლუშენ ჯორჯიაში”.

ცნობილია, “სქრინები”, რაც ბოლო პერიოდში გავრცელდა, ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება იყო ამ მოლაპარაკებებში, რაც "სქრინებში" წაიკითხეთ. “ევოლუშენი” ოპერირებს, რომ ეს არის პირველი სამუშაო სივრცე, მაგრამ, ეს არის სტუდენტების ექსპლუატაციის სივრცე.

ამიტომ, ჩვენ, 12 ივლისს, 12:00 საათზე, ანაზღაურების გაზრდის და ღირსეული სამუშაო პირობებისთვის ვიწყებთ უვადო, სრულმასშტაბიან გაფიცვას პრობლემების და მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებამდე, მანამ, ვიდრე ამ ადამიანებს არ ექნებათ ღირსეული შრომითი უფლება, არ იქნება აკრძალული სექსისტური, რასისტული დისკრიმინაციული განცხადებები და მოპყრობები. ვითხოვთ, საზოგადოების მხარდაჭერას. „ევოლუშენში“ 8500-მდე ადამიანია დასაქმებული, ძირითადად სტუდენტები არიან და არ უნდა იგრძნონ თავი შრომის ბაზარზე ექსპლუატირებულებად”, - აღნიშნა “ლაბორის” თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ.

ცნობისათვის, ონლაინ-მედია "მაუწყებლის" პლატფორმამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნავდნენ, რომ „ევოლუშენ ჯორჯიას“ კომპანიის მენეჯერები დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას იჩენდნენ დასაქმებულებისადმი.

“მაუწყებლის” ცნობით, მენეჯერების "ჩატის" მიმოწერები მათ ანონიმურად მიაწოდეს.

აღნიშნულს გამოეხმაურა „ევოლუშენ ჯორჯიაც“. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დაწყებულია შესაბამისი ქმედებები, რათა გამოკვლეულ იქნას პრობლემის სათავე და უმკაცრესი ზომები მიიღონ".

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო