მსოფლიოს ლიდერები კეირ სტარმერს გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

მსოფლიოს ლიდერები, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გაერთიანებული სამეფოს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, კეირ სტარმერს საყოველთაო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.

„ბატონო კეირ სტარმერს, გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას. გავაგრძელებთ გაერთიანებულ სამეფოსთან დაწყებულ მუშაობას ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის, ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, კლიმატისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე“, - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

კეირ სტარმერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მასთან კონსტრუქციული პარტნიორობის სურვილი გამოხატა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც.

კეირ სტარმერს მისალოცი გზავნილები გაუგზავნეს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმაც.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება