ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს და იაპონიას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, იაპონიის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებზე, სამომავლო პროექტებზე და საქართველოში იაპონიის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ღონისძიებებზე.

„საქართველოსა და იაპონიას გვაკავშირებს მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა და ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრისას ასევე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის საკითხები“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს