ირაკლი კობახიძე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამორჩეული მუსიკოსის, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმარშია აღნიშნული, უნიკალური ხელწერით გამორჩეულმა საშემსრულებლო და სადირიჟორო მოღვაწეობამ ლიანა ისაკაძეს მსოფლიო სახელი და აღიარება მოუტანა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსის, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო.

ქალბატონი ლიანა ბრწყინვალე ტალანტით სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. უნიკალური ხელწერით გამორჩეულმა საშემსრულებლო და სადირიჟორო მოღვაწეობამ მას მსოფლიო სახელი და აღიარება მოუტანა. მისმა ნაყოფიერმა შემოქმედებამ ხელი შეუწყო კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ სამუსიკო ტრადიციებს.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონი ლიანას ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება